Friday, November 22, 2013

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტის პორტფოლიო განვაახლე, მოსწავლის ერთი ნიმუში დავამატე, თავდაპირველად სამწუხაროდ ვერ ავტვირთვე მთლიანად ჩემი პორთფოლიო და ახლა გთავაზობთ სრული სახით.
პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Tuesday, November 19, 2013

მერვე დღე

დღეს ვიმუშავეთ  მე-7 მოდულზე, ეტაპობრივად ვავსებთ პროექტის გეგმას, პორთფოლოს ვავსებთ საჭირო რესურსებით... ტრენინგი დასასრულს უახლოვდება, ვეცნობით ერთმანეთის პროექტებს, ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ და მივაწოდოთ რჩევები პროექტის დასახვეწად. მალე ჩვენი პროექტები მზად იქნება, აიტვირთება და ტრენინგიც დამთავრდება. მაგრამ რჩება ჩვენი ჯგუფი და იმედია მომავალში  განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას.  ყველას ვუსურვებ წარმატებას!..

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეც ძალიან შემოქმედებითად წარიმართა. წარმოვადგინეთ მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომი. . ამ დავალებამ ნათლად დაგვანახა, რა აქტივობას უნდა მივმართოთ ჩვენ, რომ მოსწავლემ მითითებული დავალება შეასრულოს. მე წარმოვადგინე მოსწავლეების  სავარაუდო პრეზენტაციები, თუმცა არ არის გამორიცხული, მოსწავლეებმა უკეთესად შეასრულონ ეს დავალება. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, რომლებიც მოსწავლემ უნდა იცოდეს მუშაობის პროცესში, რომ უკეთესი ნამუშევარი გამოუვიდეს.
დავამუშავეთ მე-6 მოდული. ვიმსჯელეთ პროექტის გეგმის მომდევნო საკითხებზე: სწავლების პროცედურებისა და დიფერენცირებული სწავლების შესახებ.

მეექვსე დღე

დღეს  ვიმსჯელეთ და შევაჯამეთ პროექტის გეგმის  შეფასების დროის ჩარჩოზე, გავეცანით უაღრესად საინტერესო და ნოვატორული ინტერნეტ რესურსების გამოყენებაზე როგორიც არის გუგლის მეშვეობით გამოკითხვის სხადასხვა ფორმის გამოყენებაზე. მიმაჩნია რომ აღნიშნული მეთოდი ძალიან სასრგებლოა ტესტური დავალების შესადგენად  და მოსწავლეთა ცოდნის დასადგენად. მომავალში ვგეგმამ  მსგავსი სახის ინტერნეტ რესურსების შექმნას, მიუხედავად იმისა რომ სამწუხაროდ მოსწავლეთა უმრავლესობისათვის სამწუხაროდ ინტერნეტი მიუწვდომელია ვიმედოვნებ პრობლემა თანდათან მოგვარდება.

მეხუთე დღე

პროექტის მეხუთე დღე ჩვეულებისამებრ საინტერესოდ და ენრგიულად წარიმართა დისკუსიის რეჟიმში.ყველამ მოვახდინეთ ჩვენი ნაშრომების პრეზენტაცია. განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები. ტრენერმა მოგვცა შესაბამისი რჩევები და მითითებები რომელსაც გამოვიყენებთ მსგავს პროექტებზე მუშაობისას.
ვიმსჯელეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიც იყო განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება, შეფასების სქემები და პროექტში სხვადასხვა სახის შეფასების გამოყენებაზე,   მოსწავლეთა და კოლეგების ჩართვაზე შეფასებაში... მართალია კარგი პროექტის დაგეგმვა - განხორციელება დიდ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს, მაგრამ იმედი მაქვს შევძლებ  ჩემი პროექტის სრულყოფას... :)

Friday, November 1, 2013

მეოთხე დღე

  პროექტის მეოთხე დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა  და მიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიც იყო: მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვების შემუშავება  მოსწავლეებისათვის  მაღალი სააზროვნო უნარების  გამოსაყენებლად,  მიღებული ინფორმაციის  სრულყოფის მიზნით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ე.ს.გ-ს სტანდარტების  შეესაბამებამისად. განვიხილეთ აგრეთვე განმსაზღვრელი და განმავითრებელი შეფასებების ფორმები, როლი, მნიშვნელობა პროექტზე მუშაობისას და მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგისათვის. ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტის ბუკლეტი...
   ტრენინგი ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთულია, მაგრამ კარგად ორგანიზებულია, რაც საშუალებას გვაძლებს მთელი კვირის განმავლობაში გავაანალიზოთ მიღებული ინფორმაცია და ჩვენ პროექტზე მუშაობისას ვსრულვყოთ და აქტიურად გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა.დიდი მადლობა პროექტის შემქმნელებს, ჩვენს ტრენერს ბატონ დათოს და ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდ საქმეში, დიდი მადლობა და წარმატებები!..

Saturday, October 26, 2013

მესამე დღე

მესამე დღეს განვიხილეთ ჩვენ მიერ შექმნილი პროექტების გეგმა, გავანალიზეთ ერთმანეთის ნამუშევრები და პროექტში მოთავსებული რესურსების მეშვეობით შევეცდებით სრულვყოთ ეტაპობრივად ჩვენი გეგმა, რათა ის პასუხობდეს ე.ს.გ-ს , 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს და მაღალ სააზროვნო უნარებს.

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით პროექტის გეგმას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტებს განვიხილეთ აღნიშნული რესურსების  მნიშვნელობა პროექტის წარმატებით განსახორციელებლად. შევქმენით ჩვენი ბლოგი, სადაც ვახდენთ რეფლესია ტრენინგისზე წარმოდგენილი ძირითადი ცნებების და საკვანძო საკითხების მიმოხილვისათვის. ჩემთვის როგორც ტრენინგის ერთერთი მონაწილისათვის ყველაზე მნისვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა 21 საუკუნის უნარები და პროექტის ჩეკლისტი. იმედი მაქვს მომდევნო ტრენინგები დამეხმარება მიღებული ცოდნის სრულყოფაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კარგი პროექტის შექმნაში.

Sunday, October 20, 2013

პირველი დღე

პირველი დღე  საკმაოდ ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა, გავეცანით ინტელის პროგრამას და განვიხილეთ მასზე მუშაობა, რომელიც წარმოუდგენელ დახმარებას გაუწევს თვითოეულ პედაგოგს. შევქმენით ჩვენი პორთფოლიო, განვიხილეთ პროექტის გეგმა, ჩეკლისტი და მოვათავსეთ ეს მასალები ჩვენს საქაღალდეში.