პროექტის მეოთხე დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა და მიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიც იყო: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება მოსწავლეებისათვის მაღალი სააზროვნო უნარების გამოსაყენებლად, მიღებული ინფორმაციის სრულყოფის მიზნით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ე.ს.გ-ს სტანდარტების შეესაბამებამისად. განვიხილეთ აგრეთვე განმსაზღვრელი და განმავითრებელი შეფასებების ფორმები, როლი, მნიშვნელობა პროექტზე მუშაობისას და მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგისათვის. ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტის ბუკლეტი...
ტრენინგი ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთულია, მაგრამ კარგად ორგანიზებულია, რაც საშუალებას გვაძლებს მთელი კვირის განმავლობაში გავაანალიზოთ მიღებული ინფორმაცია და ჩვენ პროექტზე მუშაობისას ვსრულვყოთ და აქტიურად გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა.დიდი მადლობა პროექტის შემქმნელებს, ჩვენს ტრენერს ბატონ დათოს და ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდ საქმეში, დიდი მადლობა და წარმატებები!..
No comments:
Post a Comment