ტრენინგის მეშვიდე დღეც ძალიან შემოქმედებითად წარიმართა. წარმოვადგინეთ მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომი. . ამ დავალებამ ნათლად დაგვანახა, რა აქტივობას უნდა მივმართოთ ჩვენ, რომ მოსწავლემ მითითებული დავალება შეასრულოს. მე წარმოვადგინე მოსწავლეების სავარაუდო პრეზენტაციები, თუმცა არ არის გამორიცხული, მოსწავლეებმა უკეთესად შეასრულონ ეს დავალება. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, რომლებიც მოსწავლემ უნდა იცოდეს მუშაობის პროცესში, რომ უკეთესი ნამუშევარი გამოუვიდეს.
დავამუშავეთ მე-6 მოდული. ვიმსჯელეთ პროექტის გეგმის მომდევნო საკითხებზე: სწავლების პროცედურებისა და დიფერენცირებული სწავლების შესახებ.
No comments:
Post a Comment